ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი "აიმაკი" M1 ჩიპებით და ფერების არჩევანით 


ამ წუთებში კალიფორნიაში "ეფლის" პრეზენტაცია მიმდინარეობს, სადაც რამდენიმე წუთის წინ ახალი პროდუქტები წარადგინეს. მათ შორის "ეფლმა" მომხმარებელს ახალი "აიმაკი" წარუდგინა, რომელიც კომპანიის მიერ შექმნილ ჩიპზე მუშაობს. ახალი M1-ჩიპების გამოყენება და წარმოება კომპანიამ 2020 წელს დაიწყო.

ახალი ჩიპი, ეფლის პროდუქტს კიდევ უფრო სწრაფს და მოსახერხებელს ხდის. ახალი "აიმაკი" 7 ფერის იქნება, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც "ეფლმა" მომხმარებელს სხვადასხვა ფერების კომპიუტერები შესთავაზა. შეცვლილია დიზაინიც და ახლა უკვე კომპიუტერი უფრო მოსახერხებელი გახდა. გარდა ამისა ახალი "აიმაკი" 85 პროცენტით უფრო სწრაფია ვიდრე მისი წინა მოდელები. ახალი კომპიუტერი 2-ჯერ უფრო სწრაფი იქნება იმ შემთხვეაში, თუ თქვენ "ფოტოშოფს" იყენებთ, ან ვიდეოებს ამონტაჟებთ. გაუმჯობესებულია კომპიუტერის ეკრანიც, ახალი "აიმაკის" გამოსახულება წინა მოდელებთან შედარებით ახლა 4-ჯერ უკეთესია.

პანდემიის შეზღუდვების გამო მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დისტანციურად მუშაობს, რის გამოც ეფლმა უფრო გააუმჯობესა როგორც კამერის ასევე მიკროფონის ხარისხი. "ყველაზე საუკეთესო კამერა" რაც როდესმე აიმაკს ქონია" ამბობენ ეფლში და ამატებენ, რომ ახალი კამერა "1080 FULL HD" იქნება. ასევე გაუმჯობესებულია კომპიუტერში ჩამონტაჟებული მიკროფონიც. ახლა უკვე აიმაკს სტუდიოს ტიპის მიკროფონი ენქნება, რაც გააუმჯობესებს კონფერენციებზე თქვენს ხმას. მიკროფონი თქვენს ხმაზე იქნება კონცენტრირებული, ხოლო "ბექგრაუნდის" ე.წ. უკანა ხმებს ნაკლებად აიღებს.

"ეფლში" ამბობენ, რომ გაუმჯობესებულია "აიმაკის" დინამიკებიც. "ეს არის საუკეთესო დინამიკები "აიმაკის"ისტორიაში" ითქვა პრეზენტაციაზე და აქვე აღინიშნა, რომ კომპიუტერი მინი კინოთეატრის ფუნქციასაც თავისუფლად შეითავსებს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ კომპიუტერთან ერთად სრულად შეიცვალა კლავიატურა. ის ახალი ფუნქციებით აღიჭურვა. ახლა უკვე "აიმაკის" კლავიატურა თითის ანაბეჭდის ფუნქციით იქნება აღჭურვილი. გაუმჯობესებულია მაუსის ელემენტიც და დიზაინიც. კომპიუტერების მსგავსად მაუსებიც 7 ფერშია წარმოდგენილი.

კომპიუტერების შეკვეთა 30 აპრილიდან იქნება შესაძლებელი, მაღაზიებში კი მაისის თვის მეორე ნახევარში იქნება ხელმისწავდომი.

ეფლმა დღესვე წარადგინა ახალი აიპადი, M1 ჩიპით, ახალი 4K ტელევიზორი. პრეზენტაცია კალიფორნაში გრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG