ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აპეკის სამიტი დასრულდა


ბლოკის წვერმა ქვეყნებმა ეკონონომიკური თანამშრომლობის პირობა დადეს

ინდონეზიაში მიმდინარე აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ბოლო დღეს აპეკის ქვეყნებმა ეკონონომიკური თანამშრომლობის პირობა დადეს. სამიტის ბოლო განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღესდღეობით მერყევი გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღებას უფრო მეტი ჩართულობა სჭირდება.

ინდონეზიის პრეზიდენტმა სუსილო ბამბანგ იოდოიონომ განაცხადა, რომ ბალის კუნძულზე ორდღიანი შეხვედრა წარმატებით დასრულდა.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ბიზნეს სექტორში მჭიდრო თანამშრომლობა თავისუფალი ვაჭრობის განვითარებასა და ინვესტირებას შეუწყობს ხელს. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც გლობალური ეკონომიკა გაჯანსაღების პროცესშია.“

აზია-წყნარი ოკეანის ბლოკის 21 წევრიანმა ჯგუფმა ასევე მიზნად დაისახა რეგიონის სურსათის , სასმელი წყალის და ენერგომომარაგების საკითხებზე ყურადღება გააძლიეროს, რადგან კლიმატური ცვლილელები მათზე განსაკუთრებით უარყოფითად აისახება.
XS
SM
MD
LG