ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აპეკი ორდღიან სამიტს იწყებს


შემაჯამებელ დეკლარაციას აზიის და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია ხვალ მიიღებს

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე აპეკმა, აზიის და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციამ ორდღიანი სამიტი დაიწყო. მთავარი თემა სავაჭრო, ეკონომიკური და სხვა მრავალი საკითხი იქნება.

ორშაბათის ფორუმი ინდონეზიის პრეზიდენტმა სუსილო ბამბანგ იოდოიონომ გახსნა, რომელმაც განაცხადა, რომ 21 წევრი ქვეყნისგან შემდგარმა ორგანიზაციამ მსოფლიო ეკონომიკის გაუმჯობესებას მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მოახმაროს. იაპონიის პრემიერმა შინზო აბემ პირობა დადო, რომ იაპონიის ეკონომიკური სტაგნაციის გამოსასწორებლად, ქვეყანაში სასწრაფო რეფორმებს განახორციელებს. აპეკი შემაჯამებელ დეკლარაციას ხვალ დაამტკიცებს.
XS
SM
MD
LG