აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მას შემდეგ, რაც ისრაელს უსაფრთხოებას მხარდაჭერა გამოუცხადა და ღაზის სარეკონსტრუქციო დახმარების შესახებ განაცხადა, ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეს ეწვია.
სახელმწიფო მდივანმა კაიროში პირისპირ შეხვედრა გამართა ეგვიპტის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
„როგორც იცით, ეგვიპტემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და იორდანია დიდი ხანია, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხმაა“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
მანამდე, ისრაელში ოფიციალური ვიზტი სახელმწიფო მდივანმა, ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრით დაასრულა.
„მდივანმა და პრეზიდენტმა რივლინმა განიხილეს ისრაელის ყველა მოქალაქისთვის, თანაარსებობისა და ტოლერანტობის ხელშემწყობი გზები, - განურჩევლად წარმომავლობისა. მათ დაადასტურეს აშშ-ისა და ისრაელის ურყევი პარტნიორობის მნიშვნელობა და ყველასთვის, მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების აუცილებლობა“ - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა.
„ჩვენ მივესალმებით ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც გრძელდება. მაგრამ, ეს არ არის საკმარისი და ვეცადოთ მოვლენები პოზიტიური მიმართულებით განვითარდეს“ - განაცხადა თავად სახელმწიფო მდივანმა.
Facebook Forum