ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-კანადის საზღვარი შესაძლოა გაიხსნას


აშშ-კანადის 8 891 კლიმოეტრიანი საზღვრის გახსნის შესახებ ოფიციალური განცხადება შესაძლოა უახლოეს მომავალში გაკეთდეს. ორ ქვეყანას შორის საზღვარი, არაგადაუდებელი მოგზაურობისთვის, 2020 წლის მარტიდან, პანდემიის გამო სრულად არის ჩაკეტილი.

გასული წლის მარტის შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე გრძელი დაუცველი საზღვრის ჩაკეტვა ყოველთვიურად ახლდებოდა. მოქმედი შეზღუდვები ორშაბათს, 21 ივნისს იწურება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარატამენტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებამდე საზღვარს ყოველდღიურად, საშუალოდ, 400 000 ადამიანი კვეთდა. ყოველდღიური სავაჭრო ფულის ბრუნვა კი 2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ საზღვარი ეტაპობრივად გახისნება და გარკვეული შეზღუდვები კვლავ იმოქმედებს.

ვანკუვერში, ფრეიზერის უნივერსიტეტის ჯანდაცვის პროფესორი, კელი ლი ფიქრობს, რომ საზღვრის გახსნის შემთხვევაში, არაგადაუდებელი მიზნით მოგზაურობა ოთხ კატეგორიად დაიყოფა.

„ჩვენ მივდივართ სისტემისკენ, მოგზაურობის მსურველები კატეგორიებად, იმუნიზაციის სტატუსის მიხედვით დაიყოფა. ასე რომ, შესაძლოა იყოს შემდეგი კატეგორიები, - სრულად ვაქცინირებული, ნაწილობრივ ვაქცინირებული, არავაქცინირებულნი და ასევე ადამიანები, ვისაც კოვიდ-19 უკვე გადატანილი აქვს“ - აცხადებს ლი.

გოლდი ჰაიდერი, კანადის ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ რაც უფრო მეტი იქნება ვაქცინირებულთა რაოდენობა, მით უფრო დიდი იქნება ხელისუფლებაზე ზეწოლა, გაამარტივონ მოგზაურობა.

„ვფიქრობ კანადელებში ფსიქოლოგიური ცვლილებები ხდება, ისინი შიშის განცდის ნაცვლად, იმედიანად განეწყვნენ. მათ სურთ იცოდნენ, რა სარგებლობა მოაქვს ვაქცინაციას. ვფიქრობ მთავრობა ცვლილებებს განახორციელებს, რადგან მიხვდებიან, რომ არსებული მდგომარეობით, ვაქცინირებული ადამიანების განწყობებს სცდებიან“ - აცხადებს კანადის ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი.

კანადის მთავრობის ინფორმაციით, 11 ივნისის მონაცემებით, ზრდასრული მოსახლეობის 70%-ს ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა უკვე გაკეთებული აქვს.

აშშ-კანადის საზღვარს ლეგალური კვეთის 117 პუნქტი აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG