ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პარლამენტის გადაწყვეტილება


ოპოზიციონერ კანონმდებელ გენადი გუდკოვს მანდატი ჩამოართვეს

რუსეთის პარლამენტმა, პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე კანონმდებელს მანდატი ჩამოართვა. მას ბრალად ედება ბიზნესის წარმოება, მაშინ როდესაც ის პარლამენტის წევრია. 291-ი 150-ის წინააღმდეგ, ასე განაწილდა პარლამენტში ხმები გენადი გუდკოვის საწინააღმდეგოდ.

გუდკოვის განცხადებით, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და აბსოლუტური უკანონობა. გუდკოვს შეუწყდება პარალმენტარის იმუნიტეტი და, სავარაუდოდ, ის მართლმსაჯულების წინაშე წარსდება ზემოხსენებული ბრალდებებით. პარლამენტარები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს გუდკოვის გარიცხვას, თავის მხრივ, პრეცენდენტს სახიფათოს უწოდებენ.

XS
SM
MD
LG