ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანა კურნიკოვა კორტზე დაბრუნდა


ანა კურნიკოვა კორტზე დაბრუნდა
ანა კურნიკოვა კორტზე დაბრუნდა

რუსი ჩოგბურთელის ანა კურნიკოვას თამაში და მისი მომხიბვლელობა მიზეზი გახდა იმისა, რომ ის გასული საუკუნის 90-იან წლებში ქალთა პროფესიონალურ ჩოგბურთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოთამაშედ იქცა. თუმცა ხშირი ტრამვები სპორტიდან ნაადრევად წასვლის მიზეზი გახდა. ანას ჩოგბურთისა და ბავშვებისადმი სიყვარულმა უკანასკნელ დროს ის ისევ კორტზე დააბრუნა.

ანა კურნიკოვას თავის კარიერაში არსოდეს მოუგია ტურნირი ერთეულთა თანრიგში. ბოლო პროფესიონალური ტურნირი მან 2003 წელს ითამაშა. სამწუხაროდ ფეხისა და წელის ტრავმებმა ანა აიძულა 22 წლის ასაკში სპორტისთვის დაენებებინა თავი. მიუხედავად ამისა კურნიკოვას ჩოგბურთის თამაშზე საბოლოოდ უარი არ უთქვამს. ის გაწევრიანდა ჩოგბურთის მსოფლიო გუნდში. ლიგა , რომელიც გამოჩენილმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ბილი ჯინ კინგმა 35 წლის წინ დააარსა. ლიგა მოკლეა, და მხოლოდ ერთხელ წელიწადში, ივლისში სამ კვირიანი სეზონის სახით ტარდება. მასში 17 ქვეყნის წამომადგენლისგან შემდგარი10 გუნდი მონაწილებს. 29 წლის კურნიკოვა სენტ ლუისის გუნდის სახელით გამოდის და უკვე 8 სეზონს ატარებს ლიგასთან ერთად.

ძლიან მიხარია რომ ლიგის მოთამაშე ვარ , ეს საუკეთესო გამოსავალია ჩემთვის იმ ფონზე რომ ვეღარ ვთამაშობ პროფესიონალურ ჩოგბურთს . ეს საშუალებას მაძლევს არ მოვწყდე ჩოგბურთს და ჩემს თაყვანისმცემლებს.“

კურნიკოვას საუკეთესო მაჩვენებელი საერთაშორისო ტურნირებზე ერთეულთა თანრიგში მსოფლიოს მე-8 ჩოგნის წოდებაა. რაც შეეხება წყვილებს, მან აქ დიდ წარმატებებს მიაღწია. წყვილთა თანრიგში ის პირველი ჩოგანიც იყო გარკვეული დროის განმავლობაში და 16 ტურნირი აქვს მოგებული. შვეიცარიელ მარტინა ჰინგისსთან ერთად მას მოგებული აქვს დიდი მუზარადის ტურნირებში შემავალი ავსტრალიის ორი ღია ჩემპიონატი.

‘’ წყვილების თამაში ადრეული ასაკიდან დავიწყე და ამას გართობის სახე ჰქონდა. თანაც ტურნირებზე უფრო დიდ ხნის განმავლობაში ვრჩებოდით. თანაც წყვილებზე ისეთი დაძბული არ ვიყავი რაც ალბად წარმატების მიზეზიც გახდა.

კურნიკოვამ, რომელმაც გასულ წელს ამერიკის მოქალაქე გახდა, იპოვა გზა იმისთვის რომ შეეჯერებინა თავისი ორი გატაცება ჩოგბურთი და ბავშვები.

„მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ განსაკუთრებულად მიზიდავდა ბავშვებთან ყოფნა, მათთან ურთიერთობა. პროფესიული ჩოგბურთსაც რომ ვთამაშობდი , ყოველთვის ვცილობდი მომენახულებინა ბავშვები რომლებიც საავადმყოფოებში იყვნენ. ახლა კი ვმოგზაურობ შტატიდან შტატში, ვხვდები ჯარისკაცების ოჯახებს. ჩემს მოვალეობად ვთვლი , რომ ბავშვებს ჯამერთელი ცხოვრების წესს მივაჩვიოთ.“

ანა კურნიკოვა კორტზე დაბრუნდა
ანა კურნიკოვა კორტზე დაბრუნდა

ანას აზრით, ჩოგბურთი ძალზედ კარგი საშუალებაა ბავშვების აქტიურობისთვის. მან თამაში 5 წლის ასაკში დაიწყო.

„სპორტი აჩვევს ბავშს დისციპლინას, ჯგუფურ თამაშს, ლიდერობას, მიზნის დასახვასა და ამ მიზნის მიღწევას. ამ ჩვევების გამოყენება შემდგომ ცხოვრებაშიც გამოადგებათ.“

კურნიკოვას ბავშვებთან ურთიერთობა ძალზედ სიამოვნებს. 8 წლის ტატუმ შეპარდი ერთ-ერთი მათგანია, ვისთანაც კურნიკოვამ ურთიერთობა დაამყარა:
„ მე არაჩვეულებრივ დროს ვატარებ. მან მირჩია არასოდეს დავანებო თამაშს თავი და კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიყო ყოველთვის. მან ხელი მომიწერა ქუდსა და მაისურზე.“

კარიერის ზენიტში, ანა კურნიკოვა ხშირად იყო სხვადასხვა ჟურნალ გაზეთების ყდაზე. მათ შორის ისეთ მოდურ გამოცემებში როგორებიცაა ვოგი, კოსმოპოლიტენი, ესქუაერი. სპორტსმენებს შორის ის ინტერნეტში ყველაზე ხშირი ძიების საგანია. თუმცა სამოდელო კარიერის წარმატების მიუხედავად, ის ხშირად გამხდარა კრიტიკის საგანი იმის გამო, რომ მას არც ერთი პროფესიონალური ტურნირი არ მოუგია ერთეულთა თანრიგში. ანას განცხადებით, მსგავს კრიტიკას ყურადღებას ის არ აქცევს:

სულაც არ მწყდება გული . მე ვიცი ჩემი შედეგები და მიღწევები, მე იმ დროის თითქმის ყველა უძლიერესი ჩოგბურთელი მყავს დამარცხებული მინდა ვთქვა, რომ კარიერით კმაყოფილი ვარ. კარგი იქნებოდა ტრამვებს არ შევეწუხებინე , მაგრამ მიუხედავად ამისა ვერ დავიწუწუნებ.“

კითხვაზე თუ რას აპირებს ის მომავალში, კურნიკოვამ უპასუხა, რომ მთავარია ჯამრთელობამ შეუწყოს ხელი იმისთვის რომ გააგრძელოს ბავშვებთან ურთიერთობა, მათში სპორტის სიყვარულის გაღვივება და მოგზაურობა ჩოგბურთის ტურნირებით. ეს ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს მას.

XS
SM
MD
LG