ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ამნისტია ევროკავშირს უზბეკეთის პრობლემას ახსენებს


საერთაშორისო ამნისტია ევროკავშირს უზბეკეთის პრობლემას ახსენებს
საერთაშორისო ამნისტია ევროკავშირს უზბეკეთის პრობლემას ახსენებს

ანდიჯანის ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა.

ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია-საერთაშორისო ამნისტია-ევროკავშირს მოუწოდებს დაგმოს თავდასხმები უფლებადამცველებზე და ჟურნალისტებზე უზბეკეთში.

დღეს გაკეთებულ განცხადებაში ორგანიზაცია იტყობინება, რომ მდგომარეობა უზბეკეეთში ბოლო რამდენიმე წელია უარესდება.

საერთაშორისო ამნისტიის განცხადებით იქ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს მუდმივად დევნიან, ცემენ და აკავებენ, მიუხედავად იმისა, რომ უზბეკეთის ხელისუფლება ამ ფაქტებს უარყოფს.

დღევანდელი განცხადება ემთხვევა უზბეკეთში, ქალაქ ანდიჯანში განხორციელებული მკვლელობებიდან 5ი წლისთავს, როცა მთავრობის სპეცდანიშულების ძალების მიერ ასობით ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG