უფლებადამცველმა ორგანიზაცია “საერთაშორისო ამნისტიამ” ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხზეა საუბარი. ანგარიშის თანახმად, ტელეკომპანია "რუსთავი 2”-თან დაკავშირებულმა სასამართლო პროცესმა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვია.
ანგარიში საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც საუბრობს. “ეროვნული ვალუტის 26 პროცენტით გაუფასურებამ დოლართან მიმართებაში არაერთი ოჯახი დააზარალა, რომლებსაც წინა წლებში სესხები ჰქონდათ აღებული," ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში საუბარია საქართველოში შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს და ნათქვამია, რომ იყო შემთხვევები, როცა პოლიციამ უკანანონოდ აღკვეთა ან შეზღუდა მშვიდობიანი დემონსტრაციები. ანგარიში შარშან 15 მარტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისების დარბევის ფაქტზეც საუბრობს.
პოპულარული
1