ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში პრეზიდენტის დღეს აღნიშნავენ


ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს პრეზიდენტის დღეს აღნიშნავენ. ყოველი წლის თებერვლის მესამე ორშაბათს, ამერიკელები პატივს მიაგებენ პრეზიდენტის ინსტიტუტს და ქვეყნის ყველა პრეზიდენტს, მათი გაწეული სამსახურისთვის.

თებერვალში ამერიკის ორი ყველაზე პოპულარული და ხალხისთვის საყვარელი პრეზიდენტის - ჯორჯ ვაშინგტონისა და აბრაამ ლინკოლნის დაბადების დღეა.

პრეზიდენტის დღე ფედერალური დღესასწაულია, მაგრამ არ არის ისეთი მასშტაბური დღესასწაული, როგორიც, მაგალითად 4 ივლისი, ამერიკის დამოუკიდებლობის დღე. თუმცა, ქვეყნის დედაქალაქში პრეზიდენტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება ხოლმე.

სპეციალური ცერემონიების გარდა, ამ დროს ქვეყანაში ყველა სახელმწიფო უწყება ისვენებს. მაღაზიებსა და მსგავს დაწესებულებებში კი განსაკუთრებული ფასდაკლებებით ხვდებიან მომხმარებლებს.

ამერიკელები პრეზიდენტის დღეს 1880 წლიდან ზეიმობენ.

XS
SM
MD
LG