ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკულ თვითმფრინავზე 11 ადამიანი დაიღუპა


ამერიკის თავდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავზე 6 სამხედრო პირი და 5 სამოქალაქო კონტრაქტორი დაიღუპა.

აღმოსავლეთ ავღანეთში ამერიკულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. C-130 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავზე ჯალალაბადის აეროპორტში 11 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი ადგილობრივი დროით პარასკევს, შუაღამის შემდეგ მოხდა. კატასტროფის მიზეზი დგინდება. შეერთებული შტატების თავდაცვის ოფიციალურმა პირებმა ბაგრამის აეროდრომზე განაცხადეს, რომ თვითმფრინავზე 6 სამხედრო პირი და 5 სამოქალაქო კონტრაქტორი იმყოფებოდა. კონტრაქტორები ნატოს ტრეინინგების მისიაში მუშაობდნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობას თალიბანი იღებს. თუმცა, შეერთებული შტატების ავიაციის მაიორი ტონი უიქმენი ამ განცხადებას უარყოფს და ამბობს, რომ უდიდესი ალბათობით, კატასტროფის მიზეზი მტრის იერიში არ ყოფილა. ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში ავღანურ 40 ათასიან შემადგენლობასთან ერთად, ნატოს მონაცემებით, საერთაშორისო კოალიციის დაახლოებით 1 000 ჯარისკაცია. კოალიციაში ამერიკის და პოლონეთის სამხედრო მოსამსახურეები ერთიანდებიან.

XS
SM
MD
LG