ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა


ქვეყნის სამხრეთში ჩამოვარდნილ რუსულ M-17 ტიპის ვერტმფრენში 17 ჯარისკაცი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო, თუმცა, ოფიციალურ პირებს თალიბების განცხადებაში ეჭვი ეპარებათ.

ავღანეთის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ქვეყნის სამხრეთში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში 17 ჯარისკაცი დაიღუპა. რუსული წარმოების ვერტმფრენმა M-17 კატასტროფა ზაბულის პროვინციაში დღეს განიცადა. ავღანეთის თავდაცვის მინისტრი მიზეზად ტექნიკურ პრობლემებს ასახელებს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.

ვერტმფრენის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. თუმცა, ავღანეთის ოფიციალური პირები ამ განცხადებას ეჭვქვეშ აყენებენ, ვინაიდან მსგავსი სამხედრო საფრენი აპარატების ჩამოგდება თალიბების მხრიდან იშვიათია. ავიაკატასტროფამდე რამდენიმე საათით ადრე თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულის სამხრეთით მანქანაში თავი აიფეთქა, რითაც სულ ცოტა 6 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. ეს პირველი სერიოზული იერიში იყო მას შემდეგ, რაც თალიბანის დიდი ხნის ლიდერის, მოჰამად ომარის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა.

XS
SM
MD
LG