ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანონი, რომელიც შშმ პირებს იცავს, 27 წლისაა


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დამცველი აქტი (ADA) 27 წლისაა.

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშ უფროსმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ კანონს ხელი 1990 წლის 26 ივლისს მოაწერა. მაშინ ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 43 მილიონი ამერიკელისთვის სამუშაო ადგილისადმი წვდომის უზრუნველყოფის შემთხვევაში, მათ ბევრი რამის გაკეთება შეეძლებოდათ. შესაძლებლობის არმიცემით კი ისინი ამერიკული ოცნების მიღმა დარჩებოდნენ.

კანონი შშმ ადამიანების სამსახურში აყვანისას, სკოლებში, ტრანსპორტზე და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ყველა საჯარო და კერძო სივრცეში დისკრიმინაციას კრძალავს.

ამ კანონის მიღება, ვაშინგტონის პოლიტიკურის ცხოვრებისთვის უჩვეულო ორპარტიული მხარდაჭერით მოხდა. ისეთი ხისტი პოლიტიკოსიც კი, როგორიც იყო „უარყოფითი კამპანიის“ კონცეფციის ავტორი ლი ატვოთერი, ამ კანონის მხარდამჭერად მოგვევლინა. კანონის ხელმოწერის ცერემონიაზე, პრეზიდენტს კალამი უხელო მღვდელმა ფეხით მიაწოდა.

The Rev. Harold H. Wilke, top left, accepts a pen from President George Bush with his left foot, after Bush signed into law the Americans with Disabilities Act of 1990 at a White House South Lawn ceremony July 26, 1990.
The Rev. Harold H. Wilke, top left, accepts a pen from President George Bush with his left foot, after Bush signed into law the Americans with Disabilities Act of 1990 at a White House South Lawn ceremony July 26, 1990.

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერამდე, კანონპროექტს გარკვეული წინააღმდეგობა, ძირითადად მცირე ბიზნესების მფლობელებისგან შეხვდა, რომლებსაც შშმ პირებისთვის თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილების შესაბამისად აღჭურვის ღირებულება აღელვებდა.

1990 წლის შემდეგ კანონმა რამდენიმე ცვლილება განიცადა, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონში პრეზიდენტების ბილ კლინტონის და ბარაკ ობამას მმართველობის ქვეშ შევიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG