ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევიდ ჰალბერგი მოსკოვის დიდ თეატრში იცეკვებს


დევიდ ჰალბერგი მოსკოვის დიდ თეატრში იცეკვებს

მას ბალეტის პრინცს უწოდებენ. იგი 29 წლის დევიდ ჰალბერგია, რომელიც სამხრეთ დაკოტას ქალაქ რეფიდ სითიში ცხოვრობს.

ახალგაზრდა მოცეკვავე პირველი ამერიკელია, რომელმაც მოსკოვის დიდი თეატრის ყურადღება მიიქცია.

„ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა. გარკვეულწილად დატვირთვაც დიდი მაქვს. ასე რომ ეს ის პასუხისმგებლობაა, რომლითაც ახალი თაობა ბალეტის ახალ ეპოქას იწყებს,- “ აცხადებს ხელოვანი.

ჰალბერგი დიდი თეატრის სცენაზე წამყვან როლს შეასრულებს. ბოლო ათი წლის მანძილზე მან გრანდიოზულ წარმატებას მიაღწია თავის პროფესიაში. 1990 წელს იგი პარიზის ოპერისა და ბალეტის სკოლაში სწავლობდა; 2000 წელს კი იგი ნიუ-იორკში ამერიკის საბალეტო თეატრში მივიდა, სადაც ახლაც თანამშრომლობს და წამყვანი მოცეკვავის ადგილი უჭირავს; იგი საბალეტო თეატრის სცენაზე მომავალშიც იცეკვებს.

კევინ მაქენზი ამერიკის საბალეტო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. მას ჰალბერგის ნიჭიერებაში არასდროს შეპარვია ეჭვი.

„ჩვენ თავიდანვე დავინახეთ მისი უსაზღვრო ნიჭი, რაც იმ მოვლენების ნათელი დადასტურება იყო, როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ხელოვნებას ასპარეზზე გამოსვლის ფართო საშუალება მიეცა, რაც მეტეორის გარეთ გამოსვლას გავდა...“ ამბობს სამხატვრო ხელმძღვანელი.

აღნიშნული ფაქტი, საბჭოთა კავშირიდან, რუდოლფ ნურიევის ისტორიული გაქცევიდან 50 წლის შემდეგ ხდება, რომელმაც ბალეტის ისტორიაში გარდატეხა მოახდინა. 1974 წელს კი საბჭოთა კავშირიდან მიხეილ ბარიშნიკოვი გაიქცა.

ახლა ამერიკის მოცეკვავეს გეზი მოსკოვისკენ აქვს.

„მე ღრუბელივით ვიწოვ ყველაფერს რაც ჩემს გარშემო ხდება და ვცდილობ ყველა საუკეთესო მოცეკვავის რეპერტუარს ჩავუღრმავდე. მეორეს მხრივ, ვფიქრობ რომ მოცეკვავემ თავისი ინდივიდუალურობა არ უნდა დაკარგოს და არ მოექცეს სხვისი გავლენის ქვეშ.-“ აღნიშნავს ბალერონი დევიდ ჰალბერგი.

ნოემბრის დასაწყისში, დევიდ ჰალბერგს მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე ელის. იგი „ჟიზელში“ წამყვან პარტიას შეარულებს.

XS
SM
MD
LG