ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეგნანი: ტრადიციების ადაპტაციას ერთმანეთის დასაცავად ვახდენთ


კელი დეგნანი, ფოტო: Facebook / ამერიკის საელჩო საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს მართლმადიდებელ მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს:

„ამ შაბათ-კვირას საქართველო აღდგომას ზეიმობს. მინდა, ყველას გისურვოთ ბედნიერი და ჯანმრთელი დღესასწაული. ამ გამოწვევებით აღსავსე დროს, ტრადიციების ადაპტაციას ვახდენთ ერთმანეთისა და ჩვენი სამედიცინო პროფესიონალების დასაცავად. დიდი მადლობა, რომ უერთდებით ამ გლობალურ ძალისხმევას!" - ამბობს კელი დეგნანი.

ელჩმა რამდენიმე კვირის წინ ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მუშაობის შესახებ საუბრობდა და მათ მადლობას უხდიდა. გარდა ამისა, კელი დგენანმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, გაითვალისწინონ ხელისუფლებისა და სპეციალისტების რჩევები და მითითებები, დარჩნენ სახლში და გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG