ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეგნანი: იმედია ყველა პარტია რეფორმების განხორციელებისთვის კვლავ ერთად და კონსტრუქციულად იმუშავებს


საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკავშირს, აშშ-სა და სხვებს, რომლებიც ნამდვილად მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, სურთ რეფორმების პროცესის გაგრძელება იხილონ, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებას.

"პარლამენტმა სთხოვა რეკომენდაციები ეუთო/ოდირს, ვენეციის კომისიას და სხვა საერთაშორისო ექსპერტებს და ეს რეკომენდაციები უნდა შესრულდეს. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ლიდერები რამდენჯერმე შეთანხმდნენ, მათ შორის მმართველი პარტია, რომ ეს რეფორმები არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში. ვფიქრობ, ახლა ნამდვილად არსებობს იმედი, რომ ახლა, როცა არჩევნები დასრულდა ყველა პარტია კვლავ ერთად და კონსტრუქციულად იმუშავებს, რომ განახორციელოს ეს რეფორმები, დაამტკიცოს კანონმდებლობა და შეინარჩუნოს საქართველოს წინსვლა იმ გზაზე, რომლით სვლაც ქართველების უმეტესობის სურვილია. ეს არის საქართველოს, როგორც ძლიერი, სუვერენული სახელმწიფოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ ოჯახში, რომელსაც აქვს მდიდარი ისტორია და რომელსაც ევროპული ქვეყნების ოჯახში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია."

საქართველოს პრეზიდენტის ახალი ინიციატივა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:00 0:00

მან დასძინა, რომ "საქართველოს ბევრი რამ აქვს იმისთვის, რომ წვლილი შეიტანოს [ამ პროცესში], მას აქვს ევროპის ნაწილად ყოფნის ისტორია. ასე რომ, ბუნებრივია, ის, რომ საქართველომ ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესი განაგრძოს. იმედი მაქვს, ამ პროგრესს ძალიან მალე ვიხილავთ“,- აღნიშნა ელჩმა.

დღეს, მანამდე შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელს მიმართავენ და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG