ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალჟირში დაკარგულ მძევლებს ეძებენ


ალჟირის არმიის ქვედანაყოფები აგრძელებენ ისლამისტი მეომრების დევნას

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის განცხადებით, ალჟირის არმიის ქვედანაყოფები აგრძელებენ ისლამისტი მეომრების დევნას და საჰარას უდაბნოში დაკარგულ მძევლებს ეძებენ.
ლონდონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბატონმა კამერონმა განაცხადა, რომ ალჟირის არმია ყველაფერს აკეთებს, რათა უსაფრთხოება უზრუნველყოს იმ ქარხანაში, სადაც ორი დღის წინათ ისლამისტებმა 41 უცხოელი აიყვანეს მძევლად.
ალჟირის სამხედროებმა უარი თქვეს უცხოურ დახმარებაზე და იერიში მიიტანეს ქარხანაზე, რომლის დროსაც რამდენიმე მძევალი გაანთავისუფლეს, მაგრამ გამტაცებლებთან ერთად ამ რეიდის დროს მძევალთა გარკვეული რაოდენობაც დაიღუპა.
ლონდონში ჩასულმა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ ამგვარი განცხადება გააკეთა:“ ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ბრიტანეთის მთავრობასთან, რათა სრული ინფორმაცია მივიღოთ ადგილზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ასევე გრძელდება კონსულტაციები ალჟირის მთავრობასთან, რათა ჩვენი მოქალაქეები მშვიდობიანად დაბრუნდნენ სახლებში.“
XS
SM
MD
LG