ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალაბამის შტატში გრიგალმა 22 ადამიანი იმსხვერპლა


ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში ძლიერი ქარიშხლების გამო მსხვერპლია. ალაბამის შტატს რამდენიმე ქარბორბალა დაატყდა თავს, გრიგალმა კვირას სულ ცოტა, 22 ადამიანი შეიწირა. შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ალაბამის შტატის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ტერიტორიის, ლის საგრაფოს შერიფი, ჯეი ჯონსი ამბობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. მაშველთა ჯგუფები ნანგრევებში დაშავებულებს მეორე დღეა ეძებენ.

რიტა სმიტი, საგანგებო სამსახურების ადგილობრივი სააგენტოს პრესსპიკერი აცხადებს, რომ მათ რეგიონში უამრავი სახლია დანგრეული. ლის საგრაფო შტატის დედაქალაქ მონტგომერიდან დაახლოებით 95 კილომეტრში მდებარეობს.

ამინდის ეროვნულმა სამსახურმა გრიგალის შესახებ გაფრთხილება რამდენიმე შტატისთვის გამოსცა. ესენია: ალაბამა, ჯორჯია, ფლორიდა და სამხრეთ კაროლინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG