ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში დაღუპული თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს


ეგვიპტის არმიის განცხადებით, დაღუპული პარიზი-ქაიროს რეისის თვითმფრინავის ნამსხვრევები ქალაქ ალექსანდრიასთან, ხმელთაშუა ზღვაში იპოვეს.

ბრიგადის გენერალმა მოჰამედ სამირმა განაცხადა, რომ აღმოჩენილია მგზავრების პირადი ნივთები და თვითმფრინავის ნამსხვრევები. სამაშველო ჯგუფები ხმელთაშუა ზღვაში სამუშაოებს აგრძელებენ. დღეს დილით, ფრანგი გამომძიებლები და AIRBUS-ის წარმომადგენელი ქაიროში ჩაფრინდნენ საგამოძიებო პროცესის დახმარების მიზნით.

ბორტზე 66 ადამიანი იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG