ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალეპოში ამბოხებულებზე საჰაერო თავდასხმა გახშირდა


სირიის ქალაქ ალეპოში ამბოხებულების მიერ კონტროლირებული ტერიტორიები ჰაერიდან დღეს ინტენსიურად იბომბებოდა. ბრიტანული უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში და დილით იქ სულ ცოტა 30 იერიში განხორციელდა.

სირიის სამოქალაქო თავდაცვა აცხადებს, რომ მისი ორი შენობა დაიბომბა. ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ჰუმანიტარული კატასტროფის გაღრმავებაში ადანაშაულებს. ვაშინგტონი მოსკოვის როლს სირიის კრიზისის დარეგულირების საქმეში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ხუთშაბათს სირიის სამთავრობო არმიამ განცხადება ახალი საომარი კამპანიის წამოწყების შესახებ გააკეთა, რომლის სამიზნე ალეპოში ამბოხებულების მიერ კონტროლირებული უბნებია. ამ ნაბიჯმა ხუთწლიან ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული ბოლო შეთანხმების დაცვის ბოლო იმედსაც წერტილი დაუსვა.

XS
SM
MD
LG