ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეცნიერები შიდსის ვაქცინას ცდიან


შიდსის მსოფლიო დღე
შიდსის მსოფლიო დღე

უკანასკნელი სამი დეკადის განმავლობაში, შიდსთან ბრძოლას ტრაგიკულად შეეწირა მილიონობით ადამიანი. ყოველი წლის პირველ დეკემბერს, მსოფლიო შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

1988 წელს, მაშინ როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ შიდსის დღის აღნიშვნა გადაწყვიტა, ამ დაავადებისგან თავის დაღწევა წარმოუდგენელი იყო. დაავადების ხსენება და მასზე საუბარი ტაბუირებული იყო. დღეს კი შიდსთან ბრძოლა შესაძლებელია და მეცნიერები დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინასა და წამალზე საუბრობენ.

მთავარი კლინიკა, რომელიც შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს, სამხრეთ აფრიკაშია. ექიმები იმედოვნებენ ინფექციის რისკის 50 პროცენტით შემცირებას. ამასთანავე, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც აშშ-ში პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩატარდა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ სხეულის იმუნურ სისტემას აქვს უნარი, რომ ვირუსს ებრძოლოს. ამის შესახებ ამერიკის ხმას, პროფესორი პაბლო ტებასი ესაუბრა.

„ჩვენს კვლევაში მონაწილე პაციენტებს ანტისხეულებს ვუკეთებთ, და გვინდა ვნახოთ თუ შეძლებენ ანტისხეულები HIV ვირუსის შეკავებას... და ხელს შეუშლიან ვირუსის ხელახალ გამოჩენას, როდესაც თერაპიას შევაჩერებთ“ - განაცხადა ტებასმა.

ტებასის თქმით, კვლევა რომელიც HIV-სთან საბრძოლველად ანტისხეულებს იყენებს, ამავდროულად კიბოს წინააღმდეგ იმუნოთერაპიაშიც გამოიყენება. HIV მის უჯრედებს მალავს. თუ პაციენტი ანტი-ვირუსული წამლების მიღებას წყვეტს, ვირუსი უკან ბრუნდება. ახალი მიდგომა კიბოს უჯრებენთან საბრძოლველად ანტისხეულებს იყენებს.

“როდესაც ონკოლოგიაზე და კიბოს თერაპიაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ახალი მიდგომა იმუნური სისტემის გაძლიერებას ეყრდნობა, რათა გაანადგუროს კიბოს უჯრედები. შიდსის შემთხვევაშიც იგივე სიტუაცია გვაქვს. იმუნური სისტემის უფრო მეტად გააქტიურებით ჩვენ ვცდილობთ იმ უჯრედების განადგურებას, რომლებიც დაავადებას იფარებენ“, - განაცხადა პაბლო ტებასმა.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ანტისხეულები შიდსის ვირუსს 21 დღის მანძილზე აკავებს. მათი მიზანი ანტისხეულების იმ კომბინაციის პოვნაა, რომელიც ვირუს ექვსი თვიდან, ერთ წლამდე შეაკავებს. ამის შედეგად, ადამიანებს რომლებიც ვირუსით დაავადებულნი არიან, არ მოუწევთ ყოველდღიურად წამლების მიღება.

XS
SM
MD
LG