ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკებების წინ, პუტინი ავღანეთში "ისლამური სახელმწიფოს" ათასობით მებრძოლზე იტყობინება


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" ავღანეთის ჩრდილოეთში ათასობით მებრძოლი ჰყავს განლაგებული. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა იმ ფონზე, როცა მოსკოვი ემზადება გამართოს საერთაშორისო მოლაპარაკებები ავღანეთში არსებული სიტუაციის განსახილველად.

დღეს, მოსკოვში გამართული ვირტუალური შეხვედრისას დამოუკიდებელი პოსტსაბჭოთა ქვეყნების თანამეგობრობასთან, პუტინის თქმით, რუსული სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციის თანახმად, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების რაოდენობა ავღანეთის ჩრდილოეთში 2000-ს შეადგენს. მისი განცხადებით, ისინი შუა აზიის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შეღწევას ლტოლვილების საფარქვეშ გეგმავენ, იქ რელიგიური და ეთნიკური შუღლის გავივების მიზნით. მას დამატებითი დეტალები არ გაუმხელია.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, პუტინმა გაფრთხილება გააკეთა დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული ვეტერანი მებრძოლების ერაყიდან და სირიიდან ავღანეთში შესაძლო შესვლის შესახებ.

პუტინის პირადი წარმომადგენელი ავღანეთში ზამირ ხაბულოვი აცხადებს, რომ მომავალ კვირას დაგეგმილი მოლაპარაკებები საერთო პოზიციას ჩამოაყალიბებს, ან ამას ეცდება ავღანეთში ცვალებადი სიტუაციის შესახებ. შეხვედრაში 19 ოქტომბერს ჩაერთვებიან აშშ, ჩინეთი და პაკისტანი. ხაბულოვის განცხადებითვე, თალიბები და სხვა რეგიონული ლიდერები მოგვიანებით, 20-ში ჩავლენ მონაწილეობის მისაღებად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG