ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა აფრიკაში ჩასვლას გეგმავს


ზაფხულში შეერთებული შტატების პრეზიდენტი აფრიკის სამ ქვეყანაში გაემგზავრება

თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამ ზაფხულს აფრიკის სამ ქვეყანაში გაემგზავრება.

ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი ობამა მეუღლესთან ერთად სენეგალს, სამხრეთ აფრიკასა და ტანზანიას ივნისის ბოლოს ეწვევა.

ადმინისტრაციის განცხადებით, ობამა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს, საზოგადოების და ახალგაზრდული ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდება.

პრეზიდენტ ობამას ვიზიტი, რომელიც შეერთებულ შტატებსა და სუბ-საჰარას შორის ურთიერთობის გამტკიცებას ეძღვნება, 26 ივნისიდან 3 ივლისამდე გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG