ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლები ცენტრალურ აფრიკაში


ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ამბოხებულებმა სამთავრობო ძალებთან ბრძოლის შედეგად კიდევ ერთი ქალაქი დაიკავეს.ამბოხებულების ალიანსმა, სახელად "სელეკამ" კვირას ქალაქი ბამბარი დაიკავა. თვითმხილველთა განცხადებით, სამთავრობო ძალებმა ქალაქი ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ დატოვეს. ქალაქი ბამბარი დედაქალაქ ბანგუიდან 400 კილომეტრში მდებარეობს, ამჯერად, ამბოხებულთა ხელში უკვე რვა ქალაქია. ალიანსი "სელეკა" პრეზიდენტ ფრანსუა ბოზიზეს დასამხობად იბრძვის. მას 2007 წელს დადებული სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში სდებენ ბრალს.
XS
SM
MD
LG