აღმოსავლეთ ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ბაზასთან აფეთქება მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ხოსტის პროვინციაში თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 3 ავღანელი დაიღუპა და 7 დაიჭრა.
ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ავტომანქანა ბაზის შესასვლელში საბუთების შემოწმების მომენტში აფეთქდა. დაღუპულთა შორის ერთი დაცვის თანამშრომელი და 2 სამოქალაქო პირია. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს. მათი წარმომადგენლის განცხადებით, „მტრის რიგებში დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა 100-ს აღემატება.“ ავღანეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, მეამბოხეების მიერ მსხვერპლის შესახებ გამოცხადებული მონაცემები გაზვიადებულია.
ხოსტის ბაზასთან ტერორისტმა თავი აიფეთქა

დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე აღწევს