ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთი ბაგრამის ციხის გადაცემას აღნიშნავს


პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ციხის გადაცემის ფაქტი ავღანეთის სუვერენიტეტის გამარჯვებად ცნო

შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის მთავრობას ბაგრამის საპყრობილეზე კონტროლი გადააბარა. თუმცა, ტუსაღების გარკვეული რაოდენობის ბედი დღემდე გაურკვეველი რჩება.

ქაბულის მახლობლად მდებარე ბაგრამის ციხეში, რომელშიც 3,000-ზე მეტი პატიმარი იხდის საჯელს, ეს მოვლენა ხანმოკლე ცერემონიით აღნიშნეს. 600 პატიმარი ჯერ კიდევ ამერიკის დაქვემდებარებაში რჩება.

გენერალ რობერტ ტარადაშის განცხადებით, კოალიციის ძალები უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ მთავრობა საეჭვო პატიმრებს ციხიდან არ გაათავისუფლებს. თუმცა, ავღანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ავღანეთის კანონი უკრძალავს უცხოელებს ავღანელთა პატიმრების ბედი გადაწყვიტოს.

პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ ციხის გადაცემის ფაქტი ავღანეთის სუვერენიტეტის გამარჯვებად ცნო.
XS
SM
MD
LG