ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის ომის 11 წელი


ავღანეთში ომის დაწყების მთავარ კატალიზატორად 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი ითვლება

ზუსტად 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს შეერთებული შტატების ლიდერობით ავღანეთში სამხედრო კამპანია დაიწყო. ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი ომი ამერიკის ისტორიაში. საერთაშორისო კოალიციის შემადგენლობაში დაღუპულ 3 ათას სამხედრო მოსამსახურეს შორის 2 ათასი ამერიკელია. დაღუპულ ავღანელ მოქალაქეთა რაოდენობა ბევრად მეტია.

ავღანეთში ომის დაწყების მთავარ კატალიზატორად შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური თავდასხმა, 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი ითვლება. ერთ თვეზე ნაკლებ დროში ამერიკელი სამხედრო შენაერთები უკვე ავღანეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ალ-ყაიდაზე და მმართველ თალიბ ხელისუფლებაზე მასშტაბურ შეტევას ახორციელებდნენ.

ავღანეთიდან საერთაშორისო კოალიციის ჯარების და სამხედრო ტექნიკის გაყვანა დაწყებულია. გეგმის მიხედვით 2014 წლის ბოლომდე ქვეყანას ყველა უცხოური შენაერთი დატოვებს, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ავღანეთში ახალი, დანაწევრებული და ხანგრძლივი სამოქალაქო ომები დაიწყება.
XS
SM
MD
LG