ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ტერაქტი მოხდა


ტერაქტის დროს ორი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თვითმკვლელმა ტერორისტებმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ხალხმრავალ ადგილებში რამდენიმე თავდასხმის მოწყობა სცადეს. მათი მიზნები არ განხორციელდა, თუმცა თავდასხმების აღკვეთის მცდელობას სამი ავღანელი ჯარისკაცი შეეწირა.
ამასთან, კვირას ავტომანქანაში მჯდომმა ტერორისტმა ქალაქ ჯალალაბადში მდებარე დაზვერვის ნაგებობის კარიბჭის შენგრევა სცადა. მისი შეჩერების მცდელობისას ორი ჯარისკაცი დაიღუპა.

კიდევ ერთი თავდასხვმის მცდელობა ქაბულში მოხდა, სადაც ავღანეთის უშიშროების ძალებმა თვითმკვლელი ტერორისტის ადგილზე ლიკვიდერება მოახერხეს, ვიდრე ის ასაფეთქებლების დეტონაციას მოახერხებდა.
XS
SM
MD
LG