ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ავღანეთში


თალიბები აცხადებენ, რომ ისინი თურქი ეროვნების მძევლებს უახლოეს ხანში გაათავისუფლებენ

სამხრეთ ავღანეთში გზისპირა ნაღმის აფეთქების შედეგად 10 მოქალაქე დაიღუპა და 12 დაიჭრა.

ყანდაარის პროვინციის პოლიციის უფროსმა აბდულ რაზიქმა განაცხადა, რომ ორშაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა უმეტესობა ქალები და ბავშვებია.

აღსანიშნავია, რომ თალიბი მეამბოხეები გზისპირა ნაღმებს ავღანეთის და საერთაშორისო სამხედრო ძალების წინააღმდეგ ხშირად იყენებენ.

თალიბები აცხადებენ, რომ ისინი თურქი ეროვნების მძევლებს უახლოეს ხანში გაათავისუფლებენ. რაც შეეხება ორ რუს მფრინავს და ავღანელ თარჯიმანს, ისინი პატიმრობაში რჩებიან.
XS
SM
MD
LG