ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ავღანეთში


ავღანეთის ოფიციალური წყაროების ცნობით, ყანდაარის პროვინციაში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. გზის პირას დაფლული ნაღმის ამოქმედების შედეგად აფეთქებულ მანქანაში 10 მგზავრი დაიღუპა.

ადგილობრივი პოლიციის შეფი, აბდულ რაზაქი იტყობინება, რომ დაღუპულთა უმრავლესობას ქალები და ბავშვები წარმოადგენს. დაჭრილია 12 ადამიანი. მსგავსი აფეთქებები ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში იშვიათობა არ არის. მათი სამიზნე, როგორც წესი, ავღანური და საერთაშორისო კოალიციის შენაერთებია. თუმცა, თავდასხმის მსხვერპლი ხშირად მშვიდობიანი მოსახლეობაც ხდება.
XS
SM
MD
LG