ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში 3 ამერიკელი ექიმი დაიღუპა


ქაბულში მდებარე საავადმყოფოში ავღანელი დაცვის თანამშრომლის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად 3 ამერიკელი ექიმი გარდაიცვალა

დღეს ავღანეთის დედაქალაქში მდებარე ამერიკულ საავადმყოფოზე თავდასხმა მოხდა. ოფიციალური წყაროების მიხედვით, იერიშის შედეგად 3 ამერიკელი ექიმი დაიღუპა. მეოთხე ამერიკელი დაჭრილია. დაღუპულთა შორის ორი ადამიანი ერთი ოჯახიდანაა და ისინი მამა-შვილი არიან.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის -სადიქ სიდიქის- თქმით, დილით მომხდარ „სამწუხარო ინციდენტში“ მოიერიშე დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო. მას დაცვის მეორე წევრმა ესროლა და დაჭრა. ეჭვმიტანილი დაპატიმრებულია და გამოძიება მკვლელობის მოტივს იკვლევს. თალიბანს მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.

საავადმყოფო ქაბულში ქრისტიანულმა ორგანიზაციამ „ქიუარ“ (CURE) 2005 წელს გახსნა. მათი თქმით, 100-საწოლიან საერთაშორისო კლინიკაში 27 ექიმი და 64 ექთანი მუშაობს.
XS
SM
MD
LG