ავღანეთის დედაქალაქ ქაბულთან მომხდარი ინციდენტის შედეგად ნატოს 5 ჯარისკაცი დაიჭრა. ავღანელი ჯარისკაცის ფორმაში გადაცმულმა ტერორისტმა ცეცხლი ვარდაკის პროვინციის საიდ აბადის უბანში მდებარე ალიანსის ბაზასთან გახსნა.
ჰელმანდის პროვინციაში ანალოგიურ შეტევას რამდენიმე დღის წინ 3 ბრიტანელი ჯარისკაცი შეეწირა. შეერთებული შტატების მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით წელს სულ 19 მსგავსი თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ნატოს 23 ჯარისკაცი დაიღუპა.