ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით პოლიციის საგუშაგოებზე თალიბთა თავდასხმის შედეგად 12 ავღანელი პოლიციელი დაიღუპა.
პირველი თავდასხმა ქაბულიდან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარე საგუშაგოზე მოხდა ყარაბაღის რაიონში. ორმხრივი სროლის შედეგად 6 ავღანელი პოლიციელი დაიღუპა.
მანამდე სამი პოლიციელი შეეწირა იმავე რაიონში კვირას მოწყობილ თავდასხმას.
დღესვე ღაზნის პროვინციაში კამიკაძემ პოლიციის საგუშაგოსთან აიფეთქა თავი, რასაც პარტიზანებსა და პოლიციელებს შორის სროლა მოჰყვა. ამ თავდასხმის შედეგად სულ ცოტა 6 პოლიციელი დაიღუპა და დაიჭრა.
სამშაბათს ფარვანის პროვინციაში კამიკაძემ თავი აიფეთქა გუბერნატორის ოფისთან, რასაც ორი ადამიანის სიცოცცხლე შეეწირა, კიდევ ორი კაცი დაიჭრა, თუმცა თავად პროვინციის გუბერნატორი გადაურჩა ამ ტერაქტს.
ამასობაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთის სამხრეთში მომხდარი აფეთქების შედეგად.