ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა ავღანეთში


მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო

პაკისტანის საზღვართან ახლოს თალიბმა ამბოხებულები ავღანეთის არმიის ნაწილს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 13 ავღანელი სამხედრო დაიღუპა. ხელისუფლებამ შემთხვევის ადგილზე დამატებითი ძალები გაგზავნა. მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო თალიბანმა. მოძრაობამ განაცხადა, რომ მათ სამთავრობო ნაწილის იარაღი და ტყვია-წამალი ჩაიგდეს ხელში. შეერთებული შტატების და ნატოს კოალიციის ძალები ავღანეთს მომავალი წლის ბოლოს დატოვებენ. თვის დასაწყისში ავღანეთს ამერიკის გაერთიანებული შტატების ხელმძღავენლი გენერალი დემპსი ეწვია, რათა ადგილზე შეეფასებინა, თუ რამდენი ამერიკელი სამხედრო უნდა დარჩეს ავღანეთში ადგილობრვი ძალების გაწრთვნის მიზნით.
XS
SM
MD
LG