ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღრამის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა


თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად ავღანეთში მდებარე ბაღრამის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბმა მეამბოხეებმა იკისრეს. მათი განცხადებით, ეს იერიში ბაღრამის ბაზაზე ყურანების დაწვის შემდეგ შურისძიების მცდელობაა.

მუსლიმთა წმინდა წერილების დაწვამ, ავღანეთში ანტი-ამერიკული დემონსტრაციების ტალღა გამოიწვია. ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა - მათ შორის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც - არაერთხელ მოიხადეს ბოდიში ამ ფაქტთან დაკავშირებით. თუმცა ავღანეთში ბოდიშის მიღებაზე უარს აცხადებენ. ამ ფაქტის შემდეგ ამერიკასა და ავღანეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა.

XS
SM
MD
LG