ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფარაში ავღანეთის ძალებს და თალიბებს შორის შეტაკება მოხდა


ოფიციალური ქაბულის ცნობით, ავღანეთის ძალებს და თალიბებს შორის დღეს მძიმე ბრძოლა გაიმართა. ავღანურ პროვინცია ფარაში მთავრობის ძალებმა თალიბებს უკან დაახევინეს.

შეტაკებები დღეს მზის ჩასვლის წინ დაიწყო. თალიბანის ძალებმა პროვინციულ დედაქალაქ ფარას ჩრდილოეთიდან და და დასავლეთიდან შეუტიეს. ავღანეთის თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივ ბრიფინგზე ითქვა, რომ სამთავრობო ძალებმა თალიბების შეტევა მოიგერიეს და მათ უკან დახევა აიძულეს.

მეორეს მხრივ, თალიბანის ლიდერები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მათ ფარაში რამდენიმე სამთავრობო შენობის დაკავება შეძლეს, მათ შორის, ავღანეთის დაზვერვის ადგილობრივი ოფისიც არის. ამ განცხადებას ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი არ ადასტურებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG