ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთმა თალიბანის ძლიერი იერიში მოიგერია


ოფიციალური ქაბულის განცხადებით, მათ ურუზგანის პროვინციაში თალიბანის ძლიერი შეტევა მოიგერიეს. იერიშის შემდეგ სამართალდამცავებმა უკანდახეული თავდამსხმელების ძებნა კარდაკარ, თითოეული სახლის ჩხრეკით გააგრძელეს.

შეტევა დღეს დილით დაიწყო და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან სისხლისმღვრელი შეტაკებებით გაგრძელდა. მთავრობამ საჰაერო იერიშებისგან თავი შეიკავა, რადგან ბრძოლები მშვიდობიანი მოსახლეობით სავსე რეგიონში მიმდინარეობდა.

თალიბანის მეომრები თავიდან დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ კონტრიერიშის შედეგად ისინი საბოლოოდ დამარცხდნენ - უთხრა “ამერიკის ხმას” გენერალმა მოჰამად რამდიშმა, ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა. დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა ორივე მხარე აცხადებს, რომ მათ მძიმე დანაკარგები განიცადეს.

XS
SM
MD
LG