ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ავღანეთში


ავღანეთის მთავრობის ცნობით, სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა დღეს, ფარვანის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებისას ყველა დაღუპული სამოქალაქო პირია, მათ შორის არიან ქალები.

სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება საკონტროლო პუნქტზე მოხდა, სადაც პოლიციამ თვითმკვლელის შეჩერება სცადა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ავღანეთის მთავრობა მომხდარში თალიბანს ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG