ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანელები სამოქალაქო სიკვდილიანობას აპროტესტებენ


ავღანეთის მოქალაქეები ნატოს მიერ სამოქალაქო სიკვდილიანობას აპროტესტებენ. ათასობით ადამიანმა დღეს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მთავარი ავტომაგისტრალი დაბლოკა. მიზეზი ნატოს ჯარების მიერ ახლახანს ორი სამოქალაქო პირის მკვლელობაა.

ნანგარის პრივინციის პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, კოალიციურმა ჯარებმა ღამით რეიდისას მამა-შვილი მოკლეს.

ნატოში აცხადებენ, რომ სამხედროები იძულებულები იყვნენ 2 მეამბოხე მოეკლათ და რამდენიმე მძევლად აეყვანათ, მიუხედავად იმისა რომ უდანაშაულო ადამიანების ვნება არ უნდოდათ. მოკლულები ისინი სულ მცირე ორ ტერორისტულ აქტთან იყვნენ კავშირში.

XS
SM
MD
LG