ავღანეთის უშიშროების ძალებმა გამაფრთხილებელი გასროლის გამოყენებით ქაბულში, პრეზიდენტის სასახლის წინ გამართული საპროტესტო დემონსტრაცია დაშალეს. მომიტინგეები კვირის დასაწყისში, სავარაუდოდ, დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ჯგუფის მიერ შვიდი ადამიანისთვის თავის მოკვეთას აპროტესტებდნენ. სიკვდილით დასჯილებს შორის სამი ქალი იყო.
დემონსტრაციის მონაწილეები ავღანეთის მთავრობისგან სამოქალაქო მოსახლეობის დაცვას მოითხოვენ.
პოპულარული
1