დღეს ცხრა წელი და 50 დღე გავიდა მას მერე ,რაც შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში ომი დაიწყეს. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, ამერიკის სამხედრო ძალები ავღანეთში 2014 წლამდე დარჩებიან.
ამ კვირას პენტაგონის მიერ გაკეთებულ ანგარიშში აღნიშნულია,რომ მას მერე, რაც ამერიკელებმა ავღანეთში დამატებითი 30 ათასი ჯარისკაცი გადააგზავნეს, მდგომარეობა რეგიონში აშკარად გაუმჯობესდა. გაძლიერდა ქვეყნის მნიშვნელოვანი ადგილების უსაფრთხოება,თუმცა თალიბების მხრიდან შემოტევები ჯერ კიდევ მაინც აქტუალურ პრობლემად რჩება.
პენტაგონის ანგარიშში ასევე აღნიშნულია,რომ უსაფრთხოების სფეროში პროგრესის მიუხედავად, ავღანეთში მთავრობის ჩამოყალიბებისა და ეკონომიკის განვითარების საკითხებში გარკვეული წინაღობები ჯერ კიდევ არსებობს.