ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო პირებისთვის თავის მოკვეთა დაგმო.
პოლიციის ცნობით დაჯგუფებამ კვირას ზაბულის პროვინციაში 7 ადამიანი მოკლა, მათ შორის 3 ქალია.
პოლიციისვე ცნობით ამავე დღეს ისლამურ სახელმწიფოსა და თალიბანს შორის შეტაკება მოხდა და სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა.