ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო: ავღანეთში თალიბებმა 2 ჯარისკაცი მოკლეს


ავღანეთში, ნატოს მეთაურობით მებრძოლი ძალები აცხადებენ, რომ დღეს მომხდარ აფეთქებაში ორი ჯარისკაცი დაკარგეს. აქედან ერთი ამერიკელი და მეორე რუმინელია. წელს, ავღანეთში დაღუპულ ამერიკელთა რიცხვი უკვე 16-მდე გაიზარდა.

აფეთქება ქაბულთან ახლოს მოხდა. ინციდენტს რამდენიმე საათით ადრე, წინ უძღოდა ქაბულის ცენტრში მომხდარი მანქანის აფეთქება. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ნასატ რაჰიმის თქმით, დაიღუპა სულ ცოტა 10 ადამიანი და დაშავდა 42. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG