ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაქცეული ავღანელი ბანკირი ჟურნალისტებს შეხვდა


გაქცეული ავღანელი ბანკირი ჟურნალისტებს შეხვდა
გაქცეული ავღანელი ბანკირი ჟურნალისტებს შეხვდა

ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის წარმომადგენელმა ქვეყნის მთავარ ბანკირს „გაქცეული მმართველი“ უწოდა და უარყო მოსაზრება, თითქოს ბანკის მმართველის სიცოცხლე საფრთხეში იყო. ვაჰიდ ომარის განცხადებით, ცენტრალური ბანკის მმართველმა აბდულ ყადირ ფითრათმა გადადგომის შესახებ ხელისუფლებას არ მიმართა და ამის ნაცვლად ქვეყნიდან გაიქცა. გუშინ ფითრათმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მან დატოვა თავისი თანამდებობა და ავღანეთიდან გაიქცა, რადგანაც მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა იმ გამოძიებით, რომელიც კორუფციის ბრალდებით დაიწყო. როგორც ფითრათმა ჟურნალისტებს ვაშინგტონთან ახლოს განუცხადა, მან ეს საშიშროება მას შემდეგ იგრძნო, რაც ბანკის კრიზისში დამნაშავე რამდენიმე პირი გამოავლინა.

„ეს გარკვეულწილად ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც პარლამენტის წინაშე გამოვედი და გამოვავლინე ზოგიერთი პირი ვინც ქაბულბანკის კრიზისში იყო ეჭვმიტანილი. და მე ველოდი, რომ ეს ქაბულბანკის საკითხის გადაჭრას შეუწყობდა ხელს,“ - განაცხადა ფითრათმა.

XS
SM
MD
LG