ავღანეთის ოფიციალური პირების ცნობით, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში თალიბანის ათმა შეიარაღებულმა მებრძოლმა უშიშროების ძალებზე კოორდინირებული შეტევა განახორციელა.
მეამბოხეებმა იერიში დღეს დილას დასახლება გერეშკში მდებარე პოლიციის განყოფილებაზე და უშიშროების სამსახურის ოფისზე მიიტანეს.
“ამერიკის ხმას” ჰელმანდის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა აბდულ ჯაბარ ქარმანმა განუცხადა, რომ უსაფრთხოების ძალებმა შვიდი თავდამსხმელი მოკლეს და დანარჩენ სამს ჯერ ისევ ეძებენ,. მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელებიდან რამდენიმე, სავარაუდოდ, თვითმკვლელი ტერორისტი იყო.
თავდასხმისას სულ მცირე ერთი ავღანელი პოლიციელი დაიღუპა.
ჰელმანდის პოვინციაში თალიბანი პოლიციას დაესხა თავს

პოპულარული
1