ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა ავღანეთის პრეზიდენტზე


Afghanistan
Afghanistan

აფეთქებების და სროლის ხმა იქვე მდებარე შეერთებული შტატების საელჩოს და თავდაცვის სამინისტროს შენობებშიც ისმოდა

ავღანეთის ოფიციალური წყაროების ცნობით, თალიბანმა იერიში ქაბულში მდებარე საპრეზიდენტო სასახლეზე მიიტანა. თავდამსხმელებმა უსაფრთხოების 3 თანამშრომელი მოკლეს. აფეთქებების და სროლის ხმა იქვე მდებარე შეერთებული შტატების საელჩოს და თავდაცვის სამინისტროს შენობებშიც ისმოდა.
ქაბულის პოლიციის შეფის, გენერალ სალანგის განცხადებით, პრეზიდენტის სასახლის ჭიშკარს დილით ადრე ყალბი საბუთების მქონე „ლენდ კრუიზერი“ მიუახლოვდა. მგზავრებს სამხედრო ფორმები ეცვათ. „ვიდრე დაცვა მათ საბუთებს უმოწმებდა, სამიდან ორი მგზავრი მანქანიდან გადმოვიდა. შემდეგ მანქანა აფეთქდა. პრეზიდენტის დაცვამ ყველა თავდამსხმელი ადგილზევე მოკლა და სიტუაცია სრული კონტროლის ქვეშ აიყვანა“. შეტაკებაში ჭიშკრის მახლობლად მდგარი მეორე მანქანა და მისი მგზავრებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც ცეცხლსასროლ იარაღს და ასაფეთქებელ მოწყობილობებს იყენებდნენ.

ოფიციალური წყაროები არ აზუსტებენ, თუ სად იმყოფებოდა იმ მომენტში პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი. გავრცელებული ინფორმაციით, ის პრესკონფერენციისთვის ემზადებოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.
XS
SM
MD
LG