ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი ავღანეთში


ტერაქტი ავღანეთში
ტერაქტი ავღანეთში

ტერაქტი მოხდა ავღანეთში. თვითმკვლელმა ტერორისტებმა აღმოსავლეთ ავღანეთში სამთავრობო შენობაზე მიიტანეს შეტევა, რის შედეგადაც პოლიციის ორი ოფიცერი დაიღუპა. ტერაქტი პაქტიკას პროვინციის მთავარ ქალაქ შარანში მოხდა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოთხი თვითმკვლელი ტერორისტი სამთავრობო შენობის -კომუნიკაციების ოფისის აღებას შეეცადა. ბრძოლის შედეგად სამი ტერორისტი და ორი პოლიციელი დაიღუპა. შეტევაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა თალიბანმა აიღო. პაქტიკას პროვინცია პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარეობს და თალიბი მეამბოხეებისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი გასასვლელია. ისინი დანარჩენ ავღანეთში სწორედ ამ პროვინციის გავლით ახერხებენ შეღწევას.

XS
SM
MD
LG