გაერო ავღანეთში უშიშროების კერძო კონტრაქტორების ეფექტური მართვის მოწოდებით გამოდის.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფში, რომელიც დაქირავებული სამხედროების საკითხებზე მუშაობს, ამბობენ, რომ ინდუსტრია ეფექტური არ არის და რომ ამერიკას კონტრაქტორების უფრო მკაცრი ზედამხედველობა მართებს.
ჯგუფის თავმჯდომარის ალექსანდრ ნიკიტინის განცხადებით, რეგულაციების კონტრტოლის მცდელობებს 10 წელია შედეგი არ გამოუღია. მისივე თქმით, არსებული სისტემის მიხედვით, შესაძლოა მოხდეს ისეთი ადამიანების დაქირავებაც, რომლებიც მანამდე ადამიანის უფლებების დარღვევაშიც კი იყვნენ მხილებულები.