ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ნატოს 8 ჯარისკაცი დაიღუპა


ავღანეთში განლაგებული ნატოს ჯარების წარმომადგენლის განცხადებით, გუშინ ალიანსის 8 ჯარისკაცი დაიღუპა. წლევანდელი მონაცემებით, ეს ერთ დღეში დაღუპული ჯარისკაცების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საერთაშორისო კოალიციის სამი ჯარისკაცი ქვეყნის სამხრეთში გზაზე დამონტაჟებული იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ხუთი ჯარისკაცი კი ჯალალაბადის ახლოს მდებარე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აფეთქდა. ავღანეთის შეიარაღებული ძალების ფორმაში გამოწყობილმა ტერორისტმა თავი ბაზის ტერიტორიაზე აიფეთქა.

ნატოს ჯარისკაცების გარდა ამ თავდასხმისას დაიღუპა ოთხი და მძიმედ დაშავდა რვა ავღანელი სამხედრო მოსამსახურე.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

XS
SM
MD
LG