ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 13 ჯაშუში დააკავეს


ქაბულში ჩატარებული რეიდის დროს ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურებმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 13 ჯაშუში დააკავეს.

უსაფრთხოების ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულთა შორის არიან უცხოელებიც. ისლამისტი ექსტრემისტების ქსელი დაკავშირებული იყო ბოლო დროს თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ქაბულში მოწყობილ რამდენიმე ტერორისტურ აქტთან.

გასულ კვირას თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა შიიტი მუსლიმების კულტურულ ცენტრში ქაბულში, რის შედეგადაც 40 ადამიანი დაუღუპა და დაახლოებით 90 დაიჭრა.

ამ მასობრივ დაპატიმრებას ერთი დღით წინ უსწრებდა ამერიკის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნანგარარის პროვინციის აღმოსავლეთით მდებარე რაიონში მომხდარი შეტაკების დროს ოთხი ჯარისკაცი დაუღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG